რატი იონათამიშვილი: „ნაცების“ დღევანდელი ნარატივი – ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია, არ გაუვათ
ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა – „ნაცები“ უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს – „ნაცმოძრაობა“ და ქალბატონი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რამდენიმე უმარტივესი სიმართლე:
- ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა – „ნაცები“ უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს – „ნაცმოძრაობა“ და ქალბატონი პრეზიდენტი.
- სტრასბურგის განხილვის თემა უფლებების დარღვევებს შეეხებოდა – ეს დავა მოვიგეთ.
- ჰააგის განხილვის თემა ომის დანაშაულს შეეხებოდა – ეს დავაც მოვიგეთ.
- „ნაცებმა“ მთავარი მტკიცებულება, რუსული „ისკანდერის“ ნაწილი დამალეს, გამოძიებას არ წარუდგინეს. ის 2013 წლის შემდეგ ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული და წარდგენილი.
- „ნაცებმა“ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც რუსებს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზეც ხელი მოუწერეს.
- ამ ყველაფრის ფონზე, „ნაცებს“ კიდევ ყოფნით თავხედობა, ჰქონდეთ თემის შეტრიალების მცდელობა.
- მთავარი კითხვა: რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას იმ მოცემულობით და რა შეიძლება დაერქვას მათ ამ ქმედებას ღალატის გარდა?!
- „ნაცების“ დღევანდელი ნარატივი: ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველის ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია.
არ გაუვათ!!!“, – წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.