ანა წითლიძე: „ნაცმოძრაობის“ ფრაქციაში ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს
“ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
„გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ფრაქციაში მიმდინარეობს მსჯელობა. ორი საკითხი დგას, ერთი – საპარლამენტო ბოიკოტი რომ შევწყვიტოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე მივიღოთ მონაწილეობა და მეორე, რომ საპარლამენტო ბოიკოტს მოვრჩეთ და ყველა განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა“, – აღნიშნა წითლიძემ.