გურამ მაჭარაშვილი: კანონპროექტი დავაინიცირეთ ამერიკული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად – რა იცის ქალბატონმა სალომემ, რა ტიპის კანონი შევა მასთან ხელმოსაწერად

“ჩვენ ეს კანონპროექტი დავაინიცირეთ ამერიკული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან კანონი მიდის მაშინ, როდესაც პარლამენტში ის სამი მოსმენით მიიღება.

„შევისწავლეთ რუსული კანონიც და იერარქიულად ჩვენ შეგვიძლია, სიმკაცრისა და სიხისტის მიხედვით შემდეგნაირად დავალაგოთ: პირველი არის რუსული კანონი, მეორე არის ამერიკული კანონი და მერე ყველაზე ოპტიმალურია – „ხალხის მიერ“ ინიცირებული კანონპროექტი, სადაც არის მარტივი ფორმულა, რომ უნდა თქვას, საიდან ფინანსდება, რამდენით ფინანსდება, დარეგისტრირდეს და გააგრძელოს საქმიანობა. პრეზიდენტთან კანონი მიდის მაშინ, როდესაც პარლამენტში ის მიიღება სამი მოსმენით. რა იცის ქალბატონმა სალომემ, რა ტიპის კანონი შევა მასთან ხელმოსაწერად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ბიუროს სხდომაზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დააინიცირეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები