გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა ჩვენ რა უნდა მოგვიწოდოს, როდესაც თავად დააინიცირა უკვე კანონი ასეთი სახელწოდებით “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ”
“პირველ რიგში ეს კანონპროექტი ემსახურება ფინანსურ გამჭვირვალობას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს შესაბამის არასამთავრობო სექტორს და მედია საშუალებებს მხოლოდ, ფიზიკურ პირებს ეს არ ეხება”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის კრიტიკა უსაფუძვლოა.
“ევროპარლამენტმა ჩვენ რა უნდა მოგვიწოდოს, როდესაც თავად დააინიცირა უკვე ასეთი სახელწოდებით “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონი და თქვეს, რომ დიახ, ევროპარლამენტში უნდა მიიღონ აღნიშნული კანონი, რომ დაიცვან უსაფრთხოება. შესაბამისად, არ მესმის, თუ ჩვენ კანონპროექტს არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, რომ ეს არის ვითომ რუსული კანონი, ეს ან უცოდინარობაა ან შეგნებულად ის სპეკულაციაა, რომელსაც საზოგადოება არ დაიჯერებს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.