რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი გამართლება სააკაშვილის, ამავდროულად არის დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპის შეურაცხყოფა

“ნებისმიერი გამართლება სააკაშვილის, ამავდროულად არის შეურაცხყოფა დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გამართლება იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც მისი კრიმინალური სისტემის სისასტიკე საკუთარ თავზე იგრძნო.

„არ შეიძლება, ევროკავშირში განიხილებოდეს ისეთი შინაარსის დოკუმენტები, რომლებიც თავისი არსით არის ბოლშევიკური, ვინაიდან ნებისმიერი გამართლება სააკაშვილის, ამავდროულად არის შეურაცხყოფა დემოკრატიის, სამართლიანობის პრინციპისა და განსაკუთრებით იმ ადამიანების, ათასობით პირის, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო სააკაშვილის კრიმინალური სისტემის სისასტიკე. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვნენ ევროდეპუტატები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები