ზაალ ანჯაფარიძე ლომჯარიაზე: ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის „ჩემპიონად“ მონათლა, ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის

აი, ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ  საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას  ღირსების ეროვნული ორდენით დაჯილდოებას.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის „ჩემპიონად“ მონათლა.

„აი ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული. ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის „ჩემპიონად“ მონათლა.

ეს ხრიკი მეტ-ნაკლებად მუშაობდა 10-15 წლის წინათ. ახლა კი მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ რაღაც რაღაცები ისწავლა, გაიაზრა და მსგავს ბრჭყვიალა სატყუარებს აღარ გადაყლაპავს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები