ბექა დავითულიანი – “ნაცმოძრაობაზე”: ვფიქრობ, აქციებიც მხოლოდ იმის დასტურია, რომ ფარ-ხმალს ყრიან

“ვფიქრობ, ის აქციებიც მხოლოდ იმის დასტურია ზუსტად, რომ ფარ-ხმალს ყრიან და საერთოდ აღარაფერი შეუძლიათ. ეს მათი უძლურების დემონსტრირებაა და მეტი არაფერი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” აქციაზე შეკრებილები სიმცირის გადაფარვას ყვირილით ცდილობენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამდენი წელია, ჩვენ რაღაც დაუსაბუთებელ პრეტენზიებს გვიყენებს. მუდმივად, რევოლუციური რადიკალიზაციის სცენარებით მოქმედებენ და ჩვენ მუდმივად მათი პასუხის რეჟიმში ვართ, ჩვენდა სამწუხაროდ. თუ ჩვენ ის შეგვიძლია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც ჩავატაროთ არჩევნები, მათი მფარველები ქვეყნის გარეთ ჩვენს ჭკუაზე ვატაროთ, ეს მსოფლიო ჩვენი ყოფილა და მაშინ რაღას გვებრძვიან საერთოდ?! დაყარონ ფარ-ხმალი და ჩაგვბარდნენ. რა უნდა გააკეთონ მეტი?

ვფიქრობ, ის აქციებიც მხოლოდ იმის დასტურია ზუსტად, რომ ფარ-ხმალს ყრიან და საერთოდ აღარაფერი შეუძლიათ. ეს მათი უძლურების დემონსტრირებაა და მეტი არაფერი. 10 კაცი რომ იკრიბება, ყვირის და ცდილობს უზრდელობით, ხმამაღალი ყვირილით გადაფარონ თავისი სიმწირე, თავისი მხარდამჭერებიც რომ არ გამოდიან ამ აქციაზე, ერთი არასამთავრობო შეკრებს იმდენ ხალხს, რასაც ესენი ერთ აქციაზე. მაგალითად, როგორიც დღეს დილას შეკრიბეს „ქართული ოცნების“ ოფისთან“, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები