პარლამენტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონი მიიღო

საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს. პარლამენტმა 90 ხმით, მესამე მოსმენით „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონი მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონით დგინდება საჯარო შესყიდვების განხორციელების ზოგადი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვების განხორციელების წესი, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილება და დავის განხილვის წესი. ახალი კანონით, აგრეთვე, წესრიგდება საჯარო შესყიდვის მონაწილეებთან, საჯარო შესყიდვის პროცედურებთან, საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებთან, საჯარო შესყიდვის მომზადებასთან, საჯარო შესყიდვის გამოცხადებასთან, განაცხადისა და წინადადების წარდგენასთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საჯარო შესყიდვებთან, დავის განმხილველ ორგანოებთან და დავის განხილვასთან, ანგარიშგებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები.
კანონი ემსახურება ევროკავშირის დირექტივების იმპლემენტაციას. „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონიდან გამომდინარე ცვლილებები შევიდა ოცდათოთხმეტ კანონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები