თურქეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. შესაბამის განცხადებას ერდოღანი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„2023 წლის 6 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვლამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში“, – წერს ერდოღანი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2500-ს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები