გიორგი ჯანჯღავა: სასიხარულოა, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც თურქეთს დახმარების ხელი გამოუწოდა – ჩვენი ქვეყნის ამ ნაბიჯმა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა

“ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დახმარების ხელი გამოუწოდა თურქეთს. ეს არის ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიულ პარტნიორობა”, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ამ ნაბიჯმა თურქეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

„ზუსტად ასევე ეხმარება თურქეთი საქართველოს, გავიხსენოთ თუნდაც ხანძრების თემა. ჩვენი უკვე დაკომპლექტებული სამაშველო კორპუსი უკვე გამოემგზავრა საქართველოდან თურქეთში სპეცტექნიკით. თურქეთს, პირველ ყოვლისა, ეს დახმარება სჭირდება. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა თურქეთში საქართველოს ამ ნაბიჯმა“, – განაცხადა ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე, გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები