სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 386-მდე გაიზარდა
სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 386-მდე გაიზარდა, 988 დაშავდა.
ამის შესახებ CNN-ი სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ, სულ მცირე, 386 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 239 ალეპოს, ჰამის, ლატაკიისა და ტარტუსის რაიონებში.
გარდა ამისა, ამავე რაიონებში 648 ადამიანი დაშავდა.
როგორც სირიის სამოქალაქო თავდაცვაში აცხადებენ, ოპოზიციის დაქვემდებარებულ რაიონებში 147 ადამიანია დაღუპული და 340 – დაშავებული.