საფრანგეთში ებოლას ცხელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ებოლას ცხელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ებოლას ცხელების პირველი შემთხვევა საფრანგეთში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაბრუნებულ ექიმთან დაფიქსირდა.

პაციენტი სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ საქმე იმპორტირებულ შემთხვევას ეხება და ამ ეტაპზე ვირუსის ადგილობრივი გავრცელების ნიშნები არ ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები