სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ამ რთულ დროს დგას თურქი ხალხის გვერდით

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას “ტვიტერზე” ეხმაურება.

“საქართველო დგას თურქეთის ხალხის გვერდით ამ რთულ დროს. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ძალას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფ მაშველებს”, – წერს პრეზიდენტი.

თურქეთში მომხდარი 7,4 მაგნიტუდის, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ასევე ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია მოსაზღვრე სირიაში, 100-ზე მეტი შენობაა დანგრეული. ამ დროისთვის ცნობილია თურქეთში 76 დაღუპულის და 440-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, ხოლო სირიაში მსხვერპლი 111-მდეა გაზრდილი, 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები