შალვა პაპუაშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს“,- წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე”.

თურქეთში მომხდარი 7,4 მაგნიტუდის, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ასევე ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია მოსაზღვრე სირიაში, 100-ზე მეტი შენობაა დანგრეული. ამ დროისთვის ცნობილია თურქეთში 76 დაღუპულის და 440-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, ხოლო სირიაში მსხვერპლი 111-მდეა გაზრდილი, 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები