ილია დარჩიაშვილი: სამძიმარს ვუცხადებ თურქ მეგობრებს, მიწისძვრის შედეგად ყველა დაშავებულს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ცნობა დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ თურქეთში, ქალაქ კაჰრამანმარაშში შოკისმომგვრელია. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თურქ მეგობრებს და ვუსურვო სწრაფად გამოჯანმრთელება ყველა დაშავებულს“, – წერს ილია დარჩიაშვილი “ტვიტერზე”.
თურქეთში მომხდარი 7,4 მაგნიტუდის, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ასევე ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია მოსაზღვრე სირიაში, 100-ზე მეტი შენობაა დანგრეული. ამ დროისთვის ცნობილია თურქეთში 76 დაღუპულის და 440-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, ხოლო სირიაში მსხვერპლი 111-მდეა გაზრდილი, 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.