გიული ალასანია “გლობალ პოინტთან” ხელშეკრულების გაგრძელებას ადასტურებს
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, პიარკომპანია „გლობალ პოინტთან“ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაუდასტურა
„დიახ, გავაგრძელე კონტრაქტი, არ არის საიდუმლო, საჯაროა ყველაფერი. იმიტომ დამჭირდა, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს. რა არის ამაში გასაკვირი. რომ არ მოხდეს ისე, რომ ჩუმად და ერთ ოთახში კვდებოდეს ადამიანი. ითვალისწინებს ყველაფერს, სწორი ინფორმაციის გავრცელებას“, – თქვა ალასანიამ.