გიორგი ზვიადაძე – სააკაშვილზე: გათავისუფლების და უცხოეთში გადაყვანის საკითხი საქართველოს ეკლესიის კომპეტენციას სცილდება
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და უცხოეთში გადაყვანის საკითხი ეკლესიის კომპეტენციას სცილდება.
“სასულიერო პირების და ნებისმიერი ადამიანის პოზიცია შეიძლება, იყოს, რომ ჩვენ გვინდა, ყველა ადამიანი იყოს ჯანმრთელად და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს დაცული.
ადამიანურად, რა თქმა უნდა, გასაგებია და ძალიან სამწუხაროა მისი ეს მდგომარეობა, არსებობს სამართლებრივი მიდგომა, ამასთან დაკავშირებით, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჯანმრთელობის კუთხით მას დახმარება გაუწიონ – უნდა გაუწიონ ეს დახმარება და მე ვიცი, რომ ამ დახმარებას მას უწევენ. რაც შეეხება მის გათავისუფლების და უცხოეთში (სამკურნალოდ) გადაყვანის საკითხს ეს სცილდება საქართველოს ეკლესიის კომპეტენციას”, – აცხადებს ზვიადაძე.