“ვივა მედის” ეზოში სააკაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან – მობილიზებულია პოლიცია

“ვივა მედის” ეზოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ლიდერები, მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

“ნაცმოძრაობის” ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიისთვის ერთადერთი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილია.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება. იმის მაგივრად, რომ რეანიმაციაში გადაიყვანონ, სიმაღლეში ოფიციალურად აპატარავებენ. 1.94 მეტრია სააკაშვილი და უწერენ 1.92-ს, რადგან წონით ქვემოთ მოდის და ზღვარს სცილდება. არანაირი სხვა პოლიტიკის წარმოება არ იქნება, როდემდე იქნება ამ პირობებში. როცა პოლარიზაციაზე, რაიმეს დასრულებაზეა ლაპარაკი, ეს ბუნებაში ვერ მოხდება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი არის ამ მდგომარეობაში. აქედანვე მინდა, ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებასაც, გამორიცხულია, სხვა თემა არ იარსებებს. მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვმობილიზდეთ, რომ სერიოზული მოძრაობა დავიწყოთ ამ მიმართულებით, იგივე შტაბებთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის შტაბები უნდა გაიხსნას რეგიონებში. დახურული ოფისები, ეს ინფრასტრუქტურა უნდა ამოძრავდეს, უნდა იცოდეს ივანიშვილმა, რომ ფიზიკური პრობლემები შეექმნება“, – თქვა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები