დავით მათიკაშვილი სტუდენტებს პარლამენტარიზმის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სტუდენტებს შეხვდა და მსოფლიო პარლამენტარიზმის წარსულსა და საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორიაზე ესაუბრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე, იმ როლზე, რომელიც მას გააჩნია საზედამხედველო და საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით, ასევე, კომიტეტების, ფრაქციებისა და მუდმივმოქმედი საბჭოების საქმიანობაზე, კანონპროექტის განხილვის პროცედურაზე, 2018 წელს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

„დღეს გაიმართა სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, რადგან ეს ფორმატი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ მეტი ინფორმაცია და მეტი ცოდნა პარლამენტის საქმიანობის შესახებ უშუალოდ პარლამენტის წევრებისგან”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები