თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის რიგით მესამე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება დავით ნარმანია, მისი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები და სხვადასხვა რაიონეიბის გამგებლები. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია საზოგადოებრივ-სამოქალაქო საბჭოს შექმნა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება სამოქალაქო ჩართულობა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელსაც მერია სამომავლოდ აპირებს.
„თბილისის მერია ისევე როგორც თბილისის საკრებულო უერთდება ამ ინიციატივას. ჩვენი თანამშრომლები ნებაყოფლობით გააკეთებენ შენატანებს. გარდა ამისა, ჩვენ ინსტიტუციურადაც ვიქნებით ჩართულები ამ პროექტშ. რიგი ჯანდაცვითი მიმართულებები ფინანსდება დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ცალკეული მუნიციპალური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილიც გახდეს ფონდის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო“, – განაცხდა დავით ნარმანიამ.