ესპანეთში, ტყის ხანძრის შედეგად, მოხალისე მეხანძრე დაიღუპა

ესპანეთში ძლიერი ქარისა და სიცხის შედეგად ათობით ხანძრის გაჩენის გამო, მოხალისე მეხანძრე მძიმე დამწვრობისგან გარდაიცვალა, რამდენიმე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რეგიონალური საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, ოთხშაბათს, სულ მცირე, ექვსი ხანძარი კვლავ უკონტროლოდ მძვინვარებდა.

მსხვერპლი, 35 წლის მოხალისე, კასტილია-ი-ლეონის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, ნოგარეხასის ქალაქთან ახლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის შექმნას ცდილობდა, როდესაც ის ცეცხლში გაეხვია.

ხანძარს ორი აქტიური ფრონტი აქვს, რომლებიც კონტროლიდან გამოსული რჩება, რადგან მეტეოროლოგიური სამსახურები ძლიერი ქარის კიდევ პროგნოზირებენ.

ესპანეთის უდიდესი რეგიონიდან 5000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გარემოს დაცვის მინისტრმა სარა ააგესენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხანძრების უმეტესობა, სავარაუდოდ, განზრახ არის გაჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები