,,ჩვენ, თურმელები“ – თამრი ფხაკაძის წიგნის წარდგენა გაიმართება
27 იანვარს, 19:30 საათზე, გამომცემლობა “პალიტრა L”, მწერალ თამრი ფხაკაძის ცხოვრების მთავარი წიგნის – „ჩვენ, თურმელების“ წარდგენას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნს წარადგენს – როსტომ ჩხეიძე.
„წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა უსრულ და საბედისწერო ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე.
როდის? რატომ? როგორ? – პასუხები ამ კითხვებზე მაღალოსტატურად დაწერილ ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ რომანშია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მისამართი: „ბიბლუს გალერეა“, კანდელაკის N7.