უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში, რუსულ ობიექტებზე 60-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა, რობერტ ბროვდიმ („მადიარი“), განაცხადა, რომ 23 ივნისს უკრაინულმა ძალებმა დროებით ოკუპირებული ყირიმის ოპერატიულ სიღრმეში მდებარე რუსულ სამიზნეებზე წარმატებული დარტყმები განახორციელეს.
ბროვდის თქმით, ოპერაციის ფარგლებში 60-ზე მეტ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს. მისივე განცხადებით, სამიზნეებს შორის იყო რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ხოლო მსგავსი იერიშები მომავალშიც გაგრძელდება.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სისტემატურად ახორციელებს დარტყმებს ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე, რათა შეასუსტოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები და დაარღვიოს მომარაგების ხაზები.