კიევის დაბომბვას, სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი დაშავდა – კლიჩკო

რუსი ოკუპანტების მიერ კიევში ჰოლოსეევსკის რაიონის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი დაშავდა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, ჭურვი არასაცხოვრებელ ნაგებობას მოხვდა. დაშავებულები ჰოსპიტალიზირებულები არიან.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, ოკუპანტების რაკეტის კიევის დნიპროს რაიონში ჩამოვარდნის შესახებ, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები