ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს – აფეთქებებია დნიპროს რაიონში

კიევის ცენტრში, დნიპროს რაიონში ძლიერი აფეთქებებია, ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემა მუშაობს.

ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში მოსახლოებას “თავშესაფრებში დარჩენისკენ” მოუწოდა.

მისი თქმით, ამჟამად შესაბამისი სამსახურები აფეთქების ადგილისკენ მიემართებიან.

ნგრევის ან შესაძლოა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაზუსტდება.

რუსი ოკუპანტები უკრაინის დილიდან უტევენ, ვრცელდება ცნობები ბელარუსის აეროდრომიდან მოიერიშეების გამოფრენის შესახებ.

გენშტაბში განაცხადეს, რომ დღეს სულ 30 რაკეტას ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები