“პუტინს, დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების იმედი არ უნდა ჰქონდეს”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ იშურებს რესურსებს და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტდება.

ამის შესახებ მან ZDF-ის ეთერში განაცხადა.

შოლცმა უკრაინისთვის “ლეოპარდების” მიწოდებას, პუტინისთვის ძალიან მკაფიო სიგნალი უწოდა.

“ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი პუტინისთვის, რომ მისი იმპერიალისტური ომი არ იქნება წარმატებული, რადგან ჩვენ ერთად დავუჭერთ მხარს უკრაინას, არ გავიხლიჩებით, და ამავე დროს, სიფხიზლეს შევინარჩუნებთ, რომ არ გავხდეთ ომის მხარე,” – თქვა კანცლერმა.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომი არ უნდა იყოს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ მან და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადეს, რომ უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება ან სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ მოხდება.

გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ “Leopard”-ები “ძალიან ეფექტური ტანკებია”.

ამასთან, მან ივარაუდა, რომ ომი მალე არ დასრულდება, და პუტინი მზად არის მიიღოს თავისი ჯარისკაცების და აღჭურვილობის წარმოუდგენლად მაღალი დანაკარგები.

თუმცა, შოლცის თქმით, „პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა შემცირდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები