“პუტინი ჩემთვის არავინაა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.

ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩემთვის ეს საინტერესო არ არის. მასთან შეხვედრა, საუბარი – საინტერესო არ არის. მე ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ რუსული “სპეცოპერაციის” დაწყების შემდეგ, პუტინი მისთვის “არავინ” გახდა.

გასულ წელს ზელენსკიმ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან მოლაპარაკებები საკანონმდებლო დონზე აკრძალა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ახლა შეუძლებელია, რადგან მათთვის დე-ფაქტო ან დე-იურე პირობები არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები