საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მერის ინფორმაციით, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ პირს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, 20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ფულადი დახმარება გაეწევა – თითოეულ ოჯახს 5000 ლარის ოდენობით.

ტრაგედიის დროს ხუთ დაშავებულს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და  სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი, მალე სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 20 იანვარს, გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 და დაშავდა 5 ადამიანი. გარდაცვლილებს შორის ერთი პოლიციელია. როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები