„აშშ და ევროპა სრულად გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად“ – ბაიდენი

President Joe Biden speaks about Ukraine from the Roosevelt Room at the White House in Washington, Wednesday, Jan. 25, 2023, as Secretary of State Antony Blinken, left, and Defense Secretary Lloyd Austin listen. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ და ევროპა სრულად გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ ისაუბრა.

„აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა უკრაინელი ხალხი ყველაზე ძლიერ მდგომარეობაში იყოს საკუთარი ქვეყნისა და ოჯახების რუსეთის სასტიკი, მართლაც სასტიკი აგრესიისგან დასაცავად. ევროპა და აშშ სრულად გაერთიანებულნი არიან.

რუსეთის მხრიდან მოლოდინი არის, რომ ჩვენ დავიშლებით, და რომ ჩვენ არ ვაპირებთ ერთიანობის შენარჩუნებას, მაგრამ ჩვენ ვართ სრულად, საფუძვლიანად, მთლიანად ერთიანები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება Abrams-ის ტანკებს, ბაიდენის განცხადებით, აღნიშნული ტიპის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანია.

„Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ტანკებია. ასევე უკიდურესად კომპლექსურია ექსპლუატაციისა და მომსახურების კუთხით. ამიტომ ჩვენ ასევე ვაძლევთ უკრაინას სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ამ ტანკების ეფექტურად მართვისთვის ბრძოლის ველზე. ჩვენ დავიწყებთ უკრაინული ჯარების მომზადებას ამ საკითხებზე, რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები