ბაიდენმა უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების მიწოდების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

აშშ უკრაინას M1 Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნულ ნაბიჯს რეკომენდაცია გაუწია, რადგან ეს გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობებს „დაიცვას საკუთარი ტერიტორია და მიაღწიოს სტრატეგიულ მიზნებს“.

პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების მიწოდებას თვეები დასჭირდება, ასევე მის გამოსაყენებლად საჭირო იქნება უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები.

„ამ ტანკების ადგილზე მიწოდებას დრო დასჭირდება. დრო, რომელსაც გამოვიყენებთ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები სრულად არიან მზად Abrams-ის ტანკების თავდაცვაში ინტეგრირებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები