„მწერი ქარვაში“ – სოსო მეშველიანის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
27 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ სახლ-მუზეუმში სოსო მეშველიანის პოეტური კრებულის – „მწერი ქარვაში“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის მხატვარია – სალომე ბენდელიანი; წიგნის რედაქტორი – თამარ იაშვილი; წიგნი გამოსცა – „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ და ლიტერატურულმა სააგენტომ”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის მხატვარია – სალომე ბენდელიანი; წიგნის რედაქტორი – თამარ იაშვილი; წიგნი გამოსცა – „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ და ლიტერატურულმა სააგენტომ”.
სოსო მეშველიანი ლექსებს სტუდენტობიდან წერს, ეს მისი რიგით მე-4 პოეტური კრებულია, რომლის არსიც ადამიანის სულის, მისი მთავარი დანიშნულების კვლევა-ძიებაა.
„კრებულის მთავარი მახასიათებელია სვანური და ესპანური კულტურულ-ესთეტიკური წიაღსვლები. ამ მონათესავე, თუმცა სრულიად განსხვავებული და თვითმყოფადი პოლუსების მერიდიანზე, ჩნდება ტექნოლოგიურ საიდუმლოთა ალყაში მოქცეული ადამიანის კონტურები. პოეტის ვნება ადამიანისთვის პოეზიის დაბრუნებაა. უზადო მხატვრული ოსტატობა, ვერსიფიკაციული დინამიკა და მედიტაციური აკუსტიკა ამ ვნების გამოხატულებაა.
„პოეტის ვნება ადამიანისთვის პოეზიის დაბრუნებაა. უზადო მხატვრული ოსტატობა, ვერსიფიკაციული დინამიკა და მედიტაციური აკუსტიკა ამ ვნების გამოხატულებაა“ – პოეტი ნინია სადღობელაშვილი
მცირე ინფორმაცია ავტორის შესახებ: სოსო მეშველიანი დაიბადა 1974 წლის 28 მარტს. სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ჩვიდმეტი წელი გაატარა ემიგრაციაში, ბოლო ცამეტი წელი ცხოვრობდა ესპანეთში.
მისი პირველი პუბლიკაცია, ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა, შემდეგ კი – „ჩვენ მწერლობაში“. იმავე წელს გახდა ამ ჟურნალის პრემიის ლაურეატი. მას შემდეგ მისი ლექსები და პროზაული ჩანაწერები სისტემატურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში. მისი ლექსები თარგმნილი და შეტანილია, უცხოურ ქვეყნებში გამოცემულ კრებულებსა თუ ანთოლოგიებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური სახლ-მუზეუმი (ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №7).