პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატუტისშინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა და თითქოსდა მაღალი ხარისხის მასალების შესაძენად და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად, თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო დაზარალებულის მიერ გადაცემული თანხა, 165 900 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა.

ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები