თეა გვარამაძე: ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ნაკლებია დადგენილ ზღვარზე, ისინი უწყვეტად გააგრძელებენ საარსებო შემწეობის მიღებას
“დღეის მდგომარეობით, ოჯახების რაოდენობა, დაახლოებით, 185 000 და ცხადია, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ უფრო ბევრი ოჯახის მოცვა, ოჯახის დაფარვა მოხდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობით”,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა, თეა გვარამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ნაკლებია დადგენილ ზღვარზე, ისინი უწყვეტად გააგრძელებენ საარსებო შემწეობის მიღებას.
“ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ პირველადი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული ნაწილი ოჯახებისა, რომელთა შემოსავალი ან მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმ ბაზების მიხედვით, რაც ხელმისაწვდომია სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ბევრად აღემატება იმ საჭიროებას რაც, რეალურად, ოჯახს აქვს. ეს ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ნაკლებია დადგენილ ზღვარზე, ისინი უწყვეტად გააგრძელებენ საარსებო შემწეობის მიღებას,” – განაცხადა გვარამაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება.