გიორგი მამაცაშვილი: მაშ, ვინ იყო ის, ვინც ჟურნალისტის სახელს ამოფარებული თაღლითების „მფარველ ანგელოზად“ იყო ქცეული? – ეს ის იყო, „ვისიც არ ითქმის სახელი“
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„იმდენი დაიწერა და ითქვა მიმდინარე მოვლენებზე, და იმაზეც, “ვისიც არ ითქმის სახელი”, რომ…
რა დავამატო, არც ვიცი…
არადა, სათქმელიც უნდა ითქვას…
არადა…
“მაშ, ვინ იყო, ის, ვინც უსირცხვილოდ აბულინგა ათასობით ოჯახი და სოციალური ქსელით აფრიალა არასრულწლოვან ბავშვთა ფოტოები?”
მაშ, ვინ იყო ის, ვინც ჟურნალისტის სახელს ამოფარებული თაღლითების “მფარველ ანგელოზად” იყო ქცეული?”
“მაშ, ვინ იყო ის, ვინც ათას სიბინძურეს უგონებდა ათასობით ღირსეულ ადამიანს და მერე თავის მართლების რეჟიმში ცდილობდა მათ ჩაყენებას?”
“მაშ, ვინ იყო ის, კოლექტიური კრიმინალების იმედით რომ ატერორებდა ხალხს და მერე შანტაჟის გზით ცდილობდა ფულის “ახევას”?”
“მაშ, ვინ იყო ის…” და ძალიან ბევრი “მაშ, ვინ იყო…”…
მაგრამ არა, ძვირფასო მკითხველო!
მაჰმუდი არ გეგონოთ!
რა მაჰმუდი, რის მათე…
ეს ის იყო, “ვისიც არ ითქმის სახელი” (უხსენებელ ქვეწარმავლებთან დიდი ბოდიში!)…
არ შეგაწყენთ თავს მავანთა (“ვისიც არ ითქმის სახელი”) მიერ, წლების განმავლობაში, ჩემს ირგვლივ, ან ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ დატრიალებული ცილისწამებათა ნიაღვრის შესახებ საუბრით.
ან, ჩემს მიმართ მავანთა (“ვისიც არ ითქმის სახელი”) მიერ გადმონთხეული სიბილწე რა მოსატანია ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯთა კასკადთან.
ამიტომ, ასე ვარჩევ…
ჟურნალისტიკა ერთ-ერთია იმ პროფესიათა შორის, რომლის მოყვარული ადამიანიც, უპირველესად, ზნეობის სადარაჯოზე უნდა იდგეს და რომელსაც ქვეყნის მაჯაზე უნდა ჰქონდეს ხელი დადებული და მის პულსს უნდა გრძნობდეს.
თუმცა, ისე შეურყვნეს და შეულახეს სახელი ჟურნალისტიკასა და ჟურნალისტებს სისხლზე დაგეშილი პარტიების მიერ დაქირავებულმა და ჟურნალისტებად მომუშავე ნაძირლებმა (“ვისიც არ ითქმის სახელი”), რომ მეოთხე ხელისუფლების როლიდანაც საერთოდ ამოვვარდით მართლაც გულმხურვალე მოყვარულები საკუთარი პროფესიისა…
ესეც გაივლის, არაუშავს.
“კეისარს კეისრისა და ფუნას ფუნისაო”, – ინტერპრეტირებულ სათქმელსაც ადვილად მიმიხვდები, ძვირფასო მკითხველო!
დანარჩენის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
დაკონკრეტების გარეშეც ადვილად მიხვდებით, რომ იმას ვგულისხმობ, “ვისიც არ ითქმის სახელი”…
არადა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ღიად და პირდაპირ თქვა ის, რასაც თითოეული ჩვენგანი ხან ხმამაღლა და ხანაც ჩუმად ვღაღადებდით ამ ხნის განმავლობაში…
აქვე, ხმამაღლა ვაცხადებ:
ჩემი მხარდაჭერა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძესა და გიორგი გვარაკიძეს ქვეყნის სახელის წამბილწველთა (“ვისიც არ ითქმის სახელი”) წინააღმდეგ ხმალამოღებულ და უკომპრომისო ბრძოლაში!
“პური მეპურემ უნდა აცხოს” და მეც ვწერ.
ვწერ, რასაც ვფიქრობ და მადლიერების განცდა მეუფლება.
და არცა ვმალავ!
ამასწინ ვწერდი – “ჩვენს ქუჩაზეც მალე მოვა გაზაფხული”-მეთქი და ჰა…
თებერვალიც ილევა და მალე გაზაფხული მოვა.
მოვა და ჩვენს პროფესიაშიც გამოჩნდება “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”…
ზონდერებად და თაღლითებად მომუშავე, ე.წ. ჟურნალისტები კი (“ვისიც არ ითქმის სახელი”), მიხეილ სააკაშვილს, გივი თარგამაძეს, გიგი უგულავას და ახალი დროის ახალაიებსა და ადეიშვილებს ებარებოდნენ…
აკი, ისედაც მათი ჯიბიდან თქვლეფდნენ წლების განმავლობაში სალაფავს!
“ან მე წავალ ჟურნალისტიკიდან, ან მამუკა მდინარაძე წავა პოლიტიკიდანო” – მავანის (“ვისიც არ ითქმის სახელი”) ტრაბახიც გვახსოვს და ერთი ანდაზა მახსენდება:
“აცე, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა მოვაო”…
იმდენჯერ დავწერე და თან არც ვახსენე, “ვისიც არ ითქმის სახელი”, რომ ამ წერილის დასასრულს ალავერდს იმ მაგარ ხალხთან გადავალ, ვისაც ალისტრახოებისა და ელისტრახოების შიშით ერთი წამითაც არ უცხოვრია!
და ვისაც ისეთი ძერა “მოუკლავს”, “ვისიც არ ითქმის სახელი”…“, – წერს გიორგი მამაცაშვილი Facebook-ზე.