თენგიზ შარმანაშვილი: გახარიას რესურსი არის ნულის ტოლი – თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის იმის ნახევარი აიღო, რაც საპარლამენტო არჩევნებში
“გახარიას რესურსი არის ნულის ტოლი. თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის იმის ნახევარი აიღო, რაც საპარლამენტო არჩევნებში,”- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამას ელექტორატიც ამჩნევს და ალბათ მათი უცხოელი პატრონებიც, რომ ამ ხალხისგან არაფერი სერიოზული არ გამოდნება.
„გახარიას რესურსი არის ნულის ტოლი. თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის იმის ნახევარი აიღო, რაც საპარლამენტო არჩევნებში, რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებს აიღებს. ყველამ დაინახა, რომ ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი ციდან მოტანილი ნარატივებით კვებავდნენ თავის ამომრჩევლებს. შემდეგ დაჰპირდნენ ამომრჩეველს, რომ პარლამენტში სერიოზულად იფუნქციონირებდნენ და ერთი წელი საერთოდ არ მოგვაკითხეს აქ. არც იმას შეუერთდნენ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო, მერე თითქოს შემოვიდნენ. სიები არ ჩახსნეს და იმდენი ქნეს, რომ ლიდერები არ შემოვიდნენ პარლამენტში. ამას ელექტორატიც ამჩნევს და ალბათ მათი უცხოელი პატრონებიც, რომ ამ ხალხისგან არაფერი სერიოზული არ გამოდნება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.