დავით მათიკაშვილი: „ლელოს“ არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან საშიშები იქნებიან მარტო დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ერთად რა გააკეთეს რომ ცალკე რამე მოახერხონ? ამ საკითხს სერიოზულად, რომ მივუდგეთ, თუმცა რამდენად იმსახურებს „ლელო“ სერიოზულ პასუხს, ეს ცალკე საკითხია. ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური პარტიისთვის ამოსავალი წერტილი საზოგადოების მხარდაჭერაა. თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, მაშინ რა გინდა პოლიტიკაში?

„ლელომ“ გაზომოს საკუთარი რეიტინგები, რამდენი უჭერს მხარს, რა რეიტინგი აქვს და თუ კი ობიექტურად მიუდგებიან ამ საკითხს, შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში მარტო ყოფნაზეც თქვან უარი, რადგან რეალურად არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული. ბუნებრივია, საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ალბათ უცხოეთიდან მათი პატრონებისთვის გამიზნული ინფორმაციაა და მას არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო – ლელომ“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტია მზად არის საერთო ეროვნულ ინტერესებზე თანამშრომლობისთვის, თუმცა პოზიციონირებას გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები