დავით მათიკაშვილი – „ნამახვანჰესის“ საქმეზე: დაუყოვნებლივ აღსრულება არის შეჩერებული და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაეკისრება ეს მძიმე გადასახადი

“დაუყოვნებლივ აღსრულება არის შეჩერებული და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაეკისრება ეს მძიმე ხვედრი, მძიმე გადასახადი, “- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა “ნამახვანჰესის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოს, მის ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ცალკეული ძალები – იგივე მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი, საია, სხვადასხვა აქტორები იყვნენ ჩართულნი ერთადერთი მიზნით, არ აშენებულიყო „ნამახვანჰესი“. სასამართლო დავა, მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ვიცით, რომ დაუყოვნებლივ აღსრულება არის შეჩერებული და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაეკისრება ეს მძიმე ხვედრი, მძიმე გადასახადი. ეს არის პირდაპირ გამოწვეული ამ მავნებელი ქვეყნის და საქართველოს მოძულე ადამიანების ქმედებებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანია “ენკას” სარჩელზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა და საქართველოს 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები