მარიამ ლაშხი: უკრაინას თურმე სხვა პრობლემები არ ჰქონია, რომ ევროინტეგრაციის წინაპირობად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე გააკეთოს აპელირება

“უკრაინას თურმე სხვა პრობლემები არ ჰქონია, რომ ევროინტეგრაციის წინაპირობად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე გააკეთოს აპელირება,” – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

„უკრაინა, რომელიც სისხლიან ომში იმყოფება და ქვეყნის გადარჩენასთან ერთად ტერიტორიულ მთლიანობასა და უამრავ გამოწვევასთან ერთად თურმე სხვა პრობლემები არ ჰქონია, რომ ევროინტეგრაციის წინაპირობად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე გააკეთოს აპელირება. უნდა გავიხსენოთ ევროპის ადამიანის უფლებების კონვენცია, მე-12 მუხლი, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ქორწინების ასაკში მყოფი ქალისა და მამაკაცის ნება არის, რომ ქორწინება მოხდეს“, – აღნიშნა ლაშხმა.

ცნობისთვის, უკრაინულმა ორგანიზაციებმა ევროკომისიას მიმართეს და ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში ევროპულ ვალდებულებებთან შეუსაბამობების შესახებ აცნობეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები