„სუხიშვილების“ მოცეკვავე – ნინო კირვალიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა „სუხიშვილების“ გამორჩეული მოცეკვავე ნინო კირვალიძე. ინფორმაციას  ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ „სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო, საქართველოს სახალხო არტისტი  ნინო კირვალიძე ანსამბლის სოლისტი-მოცეკვავე 1958-1985 წლებში გახლდათ.
მის მიერ შესრულებული ცეკვები („სამაია“, „დავლური”..) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები