ზამურ ჭითანავამ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბოლნისის სერვისცენტრის მენეჯერ გიორგი კეკელიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბოლნისის სერვისცენტრის მენეჯერ გიორგი კეკელიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელ გია ყიფიანთან და საქართველოს მელიორაციის ბოლნისისა და დმანისის სერვისცენტრის მენეჯერ რეზო რაქვიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის, სასმელი და სარწყავი წყლის უწყვეტ და ხარისხიან მიწოდებას, ასევე, იმსჯელეს არსებული გამოწვევების დროულად და ეფექტიანად გადაჭრის გზებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წყალარინების სისტემის პროექტზე, რომელიც ბოლნისში რამდენიმე წლის წინ მიმდინარეობდა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ დასრულდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქალაქის გარკვეულ ნაწილში მოწყობილი ახალი ქსელი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ექსპლუატაციაში არ შესულა. შესაბამისად, დაუშვებელია, მოქალაქეების მიერ დაუსრულებელ ქსელზე საკუთარი საკანალიზაციო სისტემის თვითნებურად დაერთება.

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი და მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი, მალხაზ ვეშაპიძე, ესწრებოდნენ,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები