“ევრობიუროკრატებსა და ქართველ ხალხს შორის ხიდი მას შემდეგ ჩაიმტვრა, რაც საქართველოს მოსახლეობამ არ შეასრულა მათი დირექტივები და არჩევანი გააკეთა ეროვნულ ხელისუფლებაზე” – ქადაგიშვილი

“ერთი, რაც ამ დამოკიდებულებას ლაიტმოტივად გასდევს, არის ის, რომ ისინი ულტიმატუმის ენით საუბრობენ საქართველოსთან”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატებსა და ქართველ ხალხს შორის ხიდი მას შემდეგ ჩაიმტვრა, რაც “საქართველოს მოსახლეობამ არ შეასრულა მათი დირექტივები და არჩევანი გააკეთა ეროვნულ ხელისუფლებაზე”.

„მთავარი არის საიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი. მთელი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ევრობიუროკრატიამ და ევროკავშირის გარკვეულმა წრეებმა თავიდანვე აირჩიეს ერთი მიმართულება – მათ ჩათვალეს, რომ საქართველოში ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო მათი გადასაწყვეტი. ანუ დირექტივა მოვიდოდა გარედან თუ ვინ და რა დოზით უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში წარმოდგენილი და შემდგომ რა პოლიტიკა უნდა ეტარებინა მათ მიერ ხელდასხმულ ხელისუფლებას. აქ მოხდა გზების გაყრა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა არა ამ დირექტივით, არამედ თავიანთი ნებით იმოქმედეს და არ აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელიც თანახმა იქნებოდა ნებისმიერი დირექტივის შესრულებაზე. ამ დამარცხების შეუგუებლობასთან გვაქვს ჯერჯერობით ჩვენ საქმე“, – თქვა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები