გურამ მაჭარაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყეს

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყეს – თუ სიებზე მიდგა საქმე, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს მრავალათასიანი იმ ოჯახებისა, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები, ქონება, ღირსება და ყველაფერი, რომ ეს სიები შეიძლება მონაგონი აღმოჩნდეს”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” და „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი აქტის შედგენის საკითხზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, არსებობს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენი, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც ადასტურებს საქართველოში გამოტანილ განაჩენებს.

“თუ ისინი აპირებენ, რომ ამ სიებში შეიყვანონ ისინი, ვინც სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედებს, აბა, დაფიქრდნენ, ევროსასამართლოს მოსამართლეებს ხომ არ შეიყვანენ ამ სიაში, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და პირდაპირ ჩაწერეს, რომ გამაოგნებელი იყო სააკაშვილის და ხელისუფლების ნაბიჯები გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, არსებობს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენი, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც ადასტურებს საქართველოში გამოტანილ განაჩენებს. იქნებ ეს მოსამართლეებიც შეიყვანონ ამ სიაში? ეს სიები მხოლოდ მათ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები