ირაკლი ალასანია აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
უწყების ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას დღეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ნახიჩევანში გაიმართა. უწყების ხელმძღვანელს საპატიო ყარაული დახვდა. ასევე შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნები.
როგორც თვდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის და თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხვალ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.
ირაკლი ალასანია, ზაკირ ჰასანოვი და ისმეთ ილმაზი თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები