ჯანდაცვის მინისტრი – სააკაშვილზე: დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ ნებისმიერ პაციენტზე იზრუნოს.
„წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მინისტრმა.