შალვა პაპუაშვილი – წითლიძეზე: მივმართავ მის თანაგუნდელებს, მოუწოდონ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

“ექიმებს ვესაუბრე და მდგომარეობა უკვე იმ ეტაპზეა მისული, რომ შეიძლება ამის იქეთ ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება დადგეს, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შიმშილობა შეწყვიტოს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობის“ წევრზე, დეპუტატ ანა წითლიძეზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თანაგუნდელებმა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ.

“მოთხოვნას რაც შეეხება ამ საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლოს კომპეტენციაა განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა. მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, რომ შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტოს შიმშილობა”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში მე-12 დღეა შიმშილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები