პრემიერი: ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ.

„ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა, მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია ქრისტეს შობას ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები