ქართველი გმირის გიორგი ანწუხელიძის 30 წლის იუბილე მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის სერჟანტთა მომზადების ცენტრში აღინიშნა.

ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში კაპელანმა, მამა გიორგიმ პარაკლისი ჩაატარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალზე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გმირის სახელზე მემორიალური დაფა გაიხსნა.
სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტის ოჯახის წევრებს საქართველოს დროშა გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, გმირის თანამებრძოლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
სერჟანტთა მომზადების ცენტრში ცერემონიალის დასრულების შემდეგ გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაემგზავრნენ, სადაც გმირი სერჟანტის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები