მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახორციელა ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასება
მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახორციელა ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ანგარიშები ახდენენ ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიკაციას PEFA მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს 2023 – 2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიაში. PEFA ანგარიში, რომელიც ცენტრალური მთავრობის საჯარო ფინანსების სისტემების ეფექტიანობას აფასებს, თავიდან საქართველოს მთავრობის თვითშეფასებას წარმოადგენდა და მოგვიანებით დადასტურდა მსოფლიო ბანკის მიერ.
გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვა (GRPFM) კი შეფასდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და მისი მიმოხილვა ასევე მსოფლიო ბანკმა განახორციელა. ეს ღონისძიებები ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული ეკონომიკური მართვის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემების გასაძლიერებლად, ფისკალური მდგრადობის ამაღლების და მომსახურების გაწევის მიზნით.