Politico: ჯო ბაიდენი კიევში ჩასვლას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტს ამჟამად კიევში ჩასვლა დაგეგმილი არ აქვს.
ამის შესახებ Politico თეთრ სახლში რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.
ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი, ძირითადად, უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება.
მაგრამ აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, რომელმაც ამერიკელ კოლეგას საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
გამოცემის თანახმად, ორივე სახელმწიფოს დედაქალაქში მზარდია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ომის შემდეგი ეტაპი.
უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც წარმატებულია ზაფხულის ბოლოდან, შეჩერდა როგორც სამხრეთ, ისე – აღმოსავლეთ ფრონტებზე, რამაც რუსებს გამაგრების შესაძლებლობა მისცა.
ზამთრის ცივმა დღეებმა საბრძოლო მოქმედებები შეანელა, მაგრამ უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსული ჯარებისა და ტანკების ბოლოდროინდელი გადაადგილება შესაძლოა, მიუთითებდეს ახალ სერიოზულ შეტევაზე, შესაძლოა – კიევის მიმართულებითაც კი.
ამავდროულად, შეერთებულ შტატებში არ მიაჩნიათ, რომ რუსეთმა უახლოეს მომავალში კიევზე შეტევა მოახდინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვმა კიევის დაკავების სურვილზე უარი თქვა.