ავღანეთში, ავტოცისტერნაში ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანია დაღუპული
ავღანეთის პროვინცია ფარვანში, სალანგის უღელტეხილზე, მაღალმთიან გვირაბში ტანკერში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანია დაღუპული. ჯანდაცვის უწყებაში დაღუპულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.
ამის შესახებ Tolo News იტყობინება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, შარაფათ ზამანმა თქვა, 37 ადამიანია დაშავებული და მათი ადგილიდან ევაკუაცია მოხერხდა.
რა გახდა ცისტერნაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.